კონფიდენციალობის პოლიტიკა
ამ გვერდზე მოკლედ წერია, რა მონაცემები მუშავდება ElitStore-ის საიტზე.
რას ვაგროვებთ
საიტზე არ არის რეგისტრაცია, ანგარიში ან შეკვეთის ფორმა, ამიტომ პირად მონაცემებს საიტი თავად არ აგროვებს. როცა გვირეკავთ ან გვწერთ (ტელეფონით, WhatsApp-ით ან ელფოსტით), ვიღებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც თვითონ გვიგზავნით, და ვიყენებთ თქვენი შეკვეთის ან შეკითხვის დასამუშავებლად.
ანალიტიკა (ქუქიები)
თქვენი თანხმობის შემთხვევაში საიტი იყენებს Google Analytics 4-ს. ის ქუქიების საშუალებით აგროვებს ანონიმურ სტატისტიკას: რომელ გვერდებს ნახულობენ, რა მოწყობილობიდან, დაახლოებით რომელი რეგიონიდან და საიდან მოვიდნენ. მონაცემებს ამუშავებს Google. თანხმობის გარეშე ანალიტიკის კოდი საერთოდ არ იტვირთება.
თანხმობის შეცვლა
არჩევანის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გვერდის ბოლოში ღილაკით „ქუქი-პარამეტრები“. ქუქიების წაშლა ბრაუზერის პარამეტრებიდანაც შეგიძლიათ.
გარე ბმულები
საიტზე არის ბმულები WhatsApp-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე. მათზე გადასვლისას მოქმედებს ამ სერვისების საკუთარი წესები.
კონტაქტი
შეკითხვებისთვის მოგვწერეთ: jabuairakli@gmail.com, ტელეფონი: 558 209 147.